გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
„სიბრძნე სიცრუისა’’-სათაურის გააზრება
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი
X კლასი
პედაგოგი
ნარგიზა ჩოხელი
მიზანი
 იგავ-არაკული ჟანრის გაცნობა,შესწავლილ იგავებზე დაყრდნობით მწერლის მიზნის გაცნობიერება,სათაურის იდეური სიღრმისა და მნიშვნელობის წვდომა.
საკლასო მენეჯმენტი
განწყობის შექმნა 3წთ.ჯგუფებად დაყოფა,დავალებების განაწილება,6წთ,პრეზენტაცია 25წთ.თითოეული ჯგუფის პრეზენტატორი წარმოადგენს ჯგუფში შეჯერებულ მასალას.მცირე დისკუსია 6წთ.მასწავლებლის შემაჯამებელი სიტყვა --ისტორიული ექსკურსი- მწერლის ბიოგრაფიის ის მომენტები ,რომლებიც უკავშირდება ამ სათაურის გააზრებას. დავალების მ                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                           იცემა-სიბრძნე სიცრუის პერსონაჟების  დახასიათება .5წთ.
შედეგი
 მო სწავლეს შეუძლია პრობლემაზე დაკვირვება,ავტორის პოზიციის გამოკვეთა,შეუძლიაპარალელების გავლება,ახერხებს ისტორიული მოვლენების თანამედროვეობასთან დაკავშირებას.
გამოყენებული რესურსები
სახელმძღვანელო,სულხან-საბა ორბელიანის სრული ტექსტი,მწერლის სურათი,ილუსტრაციები.სამუშაო ფურცლები.
შეფასება
მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლის ქცევაზე,კითხვებზე პასუხის გაცემა-განმავითარებელი.

No comments:

Post a Comment